• slidebg1
  • slidebg1
  • slidebg1

კამერული მუსიკის საერთაშორისო  ფესტივალი "სალხინოს სასახლის  კამერტა" დაფუძნდა 2015 წელს. იგი ხორციელდება კულტურული და საგანმანათლებლო ფონდის "დღეს" და მარტვილის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ. ფესტივალის ინიციატორი  და სამხატვრო ხელმძღვანელია მუსიკოსი  შიო აბრახამია;  ფესტივალი სამდღიანია და, ტრადიციულად,  სალხინოს  დადიანის სასახლის ხეივანში, ღია ცის ქვეშ მიმდინარეობს. მასში მონაწილეობენ  ქართული და  უცხოური ინსტრუმენტული  ანსამბლები.

სალხინოს საშემოდგომო სასახლე, მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, ქართველმა  და ფრანგმა დიდგვაროვნებმა  - დადიანებმა და მიურატებმა ააგეს. სასახლე იმთავითვე  მაღალი საზოგადოების  კულტურული და სალონური  შეხვედრების ადგილად იქცა.  ჩვენი ფესტივალის მიზანიც   ერთი მხრივ  ამგვარი შეკრებების ტრადიციის აღდგენა,  მეორე მხრივ -  რეგიონში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციაა.

პროგრამა


არქივი


Our Clients & Brands


საორგანიზაციო ჯგუფი


შიო აბრახამია| დირიჟორი.ფესტივალის იდეის ავტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი

ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი| კომპოზიტორი. ფესტივალის დირექტორი

ბექა ჯუმუტია| მსახიობი. ფესტივალის მენეჯერი

მაია სიგუა| მუსიკისმცოდნე. ფესტივალის კონსულტანტი

Scroll to Top